სასამართლო პროცესები დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება - ნიკა გვარამიას ადვოკატი
პოლიტიკა - 19:48, 01 Dec, 2020     726

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განხადებით, სასამართლო პროცესები დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება. მისი თქმით, 7 დეკემბრის სხდომაზე გრაფიკი გაიწერება.

„მოულოდნელი იყო მაინცდამაინც დღეს დარეკვა და არა ის, რომ ეს საქმე გააქტიურდებოდა. შემატყობინეს, რომ 7 დეკემბერს ჩანიშნულია პროცესი და რაც ნიშანდობლივია მითხრეს, რომ 7 დეკემებერს მოხდება მომავალ სხდომებზე შეთანხმება - გრაფიკი გაიწერება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება ამ საქმის განხილვა.

დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ რატომ მეტი შემოსავალი არ მოუტანე რ2-ს სარეკლამო გაყიდვებიდან“, - განაცხადა ადვოკატმა „დღის სტუმარში“.

ადვოატი განმარტავს, რომ სასამართლო განიხილავს 2015 წლის პერიოდს, როდესაც რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით ყადაღა დაედო და მენეჯმენტს სესხის აღება აეკრძალა. შესაბამისად ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და იმისთვის რომ მაუწყებლობას საფრთხე არ დამუქრებოდა, მიიღეს გადაწყვეტილება რეკლამა ფიქსირებულ ფასში გაყიდულიყო.

„2015 წელს, რისი თავიდან არიდებაც მოხერხდა და ეს მოხერხდა უპირველესად ნიკა გვარამიას დამსახურებით, იგივე შედეგი დადგა 2019 წელს, როცა ეს საფრთხე ვეღარ იქნა აცილებული და შედეგად მივიღეთ კომპანია, რომელსაც ძალიან შეუმცირდა სარეკლამო შემოსავლები და რეიტინგი და ეს მოხდა პირდაპირ მენეჯმენტის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გაათავისუფლა წამყვანი ჟურნალისტები", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, გამოძიების უსაფუძვლობაზე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშიც წერია. ომბუდსმენი აცხადებს, რომ გაოძება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო რადგან საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42