ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას აგრძელებს და დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს - ნიკა მელია გვარამიაზე
პოლიტიკა - 19:14, 01 Dec, 2020     963

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ,ნიკა მელია , ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას აგრძელებს და დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს.

მელიამ აღნიშნა, რომ რეჟიმი ადამიანების დაკავებებით ფონს ვერ გავა. მისი თქმით, ძალოვანი უწყებები დევნიან ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია.

მელიამ განმარტა, რომ იმედოვნებს საერთაშორისო პარტნიორებს , მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს ადამიანის უფლებების შელახვასა და მათ დევნაზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ.

"ამ რეჟიმს, მოსვლის დღიდან ხელისუფლება ჰგონია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დევნოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამის ილუსტრაციაა ბატონი გვარამია. მათ საწინააღმდეგოდ ისედაც გადაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო დაიჭიმება ამით და ზამბარას უკუგება ძალიან მტკივნეული ექნება. შეუძლებელია, ხელისუფლება ამით ფონს გავიდეს.

იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ მიიღებენ იმდაგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სადაც რეჟიმი დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სწორი პოზიცია ექნებათ. უნდა დაინახონ ნათლად, რა ხდება ქვეყანაში. როდესაც ხედავ, რომ დევნიან ოპოზიციურად განწყობილ ყველა ადამიანს, როდესაც ოლიგარქატი ყვავის, როდესაც არჩევნები არ ტარდება, როდესაც თავისუფალი მედია იდევნება და ამ ყველაფერზე სწორი პოზიცია არ გაქვს, შესაბამისად, დასავლური ღირებულებების დაცვაში არ ეხმარები ქართველ ხალხს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება. მაპატიეთ და მაკდონალდსი იაროსლავშიც არის. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის ელჩი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ შავზე თეთრს არ იტყვის", - განაცხადა მელიამ “ფორმულასთან“.

ცნობისთვის, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

აქვე, 2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42