კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს ის მძიმე კრიზისი, რომელიც ქვეყანაში მოიტანა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ, კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, ვერ გამოასწორებს ვერ ბიუჯეტი და ვერც რაიმე სხვა ზომის მიღება.
„აბსურდია საერთოდ ეხლა ბიუჯეტზე საუბარი და ამ დოკუმენტებზე საუბარი, მაშინ, როდესაც ჩართულები ვიყავით ჩვენ ასეთი დოკუმენტების განხილვაში, არცერთხელ, ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია მთავრობას, ეხლა მათ აქვთ სრული პასუხისმგებლობა, თვითონ გამოასწორონ ეს მარაზმი, რომელიც ქვეყანაში მოიტანეს, გინდა ბიუჯეტის მიღებით და გინდა ხარჯების გადათამაშაბით.
ფაქტია, რომ ამ კრიზისს, რომელიც მათ შექმეს, ვერც ეს ბიუჯეტი ვერ უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა, იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა ჯანდაცვის კუთხითაც, ეკონომიკის კუთსხითაც და ამას დაამატეს პოლიტიკური კრიზისი.
ამრიგად, თითონ მოუწევთ აქედან გამოძრომა და თუ ჰგონიათ, რომ ამით რაიმე არგუმენტი მოიგონეს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იყოს, ძალიან ცდებიან, პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, თუ არ მოხდება, ისინი ქნებიან მარტონი პარლამენტში.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






