კაპანაძის თქმით, ეს არის საქმე, რომელიც არის დანაშაული ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ ივანიშვილის მხრიდან.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ქვეყანას სურს, რომ ჰქონდეს დემოკრატია, არ შეიძლება არსებობდნენ პოლიტიკური მიზნით დაკავებული ტუსაღი ადამიანები.
„კარტოგრაფების საქმე არის პოლიტიკური მიზნებით შეთითხნილი საქმე, რომელიც არის დანაშაული ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც პოლიტიკური მიზნებისთვის არაფრად ჩააგდო ამ ადამიანების ბედი, მათი პროფესიული გამოცდილება, მათი უმწიკლოება, მათი სტაჟი, მათი სამსახური ქვეყნის მიმართ და ისინი შეწირა თავის პოლიტიკურ ინტერესებს.
ეს არის რეალობა და ეს ადამიანები აუცილებლად გამართლდებიან, რადგან არ შეიძლება ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია გვქონდეს, რომ პოლიტიკური მიზნით არსებობდნენ დაკავებული ტუსაღი ადამიანები.
ეს არის საქმე, რომელსაც არ გააჩნია მოტივი, შედეგი და ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტი.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






