აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა ისაუბრა.
„ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები. მათ შორის, უკვე დავიგეგმეთ იმ დღეზე, როც პარლამენტის პირველი სხდომა გაიმრთება. ჩვენ პარალელურად გავმართავთ ღონისძიებას, სადაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, გავაფორმებთ ერთობლივ დეკლარაციას. ასევე, ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შესულია, სადეპუტატო მანდატის დატოვებაზე დაწერს განცხადებას. ეს მოხდება საჯაროდ.
ასე რომ, ჩვენ ჩვენი გემგებით მივდივართ, არაფერი არ იცვლება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენად წინ წავიწევთ ამ მოლაპრაკებებში და რამდენად მოხდება პოზიციების დაახლოება.“- ამბობს უდუმაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






