კოვიდის არაფორმალური გზამკვლევი - როგორ მოვიქცეთ ინფიცირებისას?
პოლიტიკა - 10:24, 01 Dec, 2020     2288

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ ინფიცირებისას, დღეს, საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების რესურსების გადატვირთულობის პირობებში, შეგიძლიათ ამ არაფორმალურ, მაგრამ ამომწურავ გზამკვლევს გაეცნოთ, რომელიც ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმებმა – ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა ფეისბუქსა და ინტერნეტში გააზიარეს.

ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების სამსახურს, ან თქვენს პირად ექიმს!

Image: FDA

#1 პრევენცია – ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა

კოვიდი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს მის გავრცელებას როგორც ვირუსის შემცველი წვეთების პირდაპირი მოხვედრით ადამიანიდან ადამიანზე, ასევე ჰაერში გაბნეული აეროზოლების შესუნთქვას. თუ თქვენ სწორად ხმარობთ ნიღაბს, დაიცავთ თავს ვირუსიანი აეროზოლების შესუნთქვისგან ან სასუნთქ გზებში მათი პირდაპირი მოხვედრისგან. კრიტიკულად აუცილებელია (სავალდებულოა!) ნიღბის ტარება ინფიცირებული ადამიანისთვის. მხოლოდ ამ გზით და დისტანციის შეგნებული შენარჩუნებით დაიცავთ გარშემო მყოფებს თქვენ მიერ გამოტყორცნილი წვეთების შესუნთქვისაგან.

კრიტიკულად აუცილებელია ნიღბის სწორად ტარება – იგი უნდა ფარავდეს ცხვირსაც და პირის ღრუსაც; მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იყოს სუფთა. ნიღაბი შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში, რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლის ან მიტკლისგან. იქონიეთ რამდენიმე ნიღაბი და ყოველდღე რეცხეთ საპნით ან სხვა სარეცხი საშუალებით. თუ ნიღაბს ჩანთაში ან ჯიბეში ინახავთ, მასთან ერთად ინახავთ ვირუსებსაც.

დაინფიცირებული ნიღაბის მრავალჯერადად, გაურეცხავად ტარება აზრს მოკლებულია. მეტიც, ის შეიძლება გახდეს კიდეც თქვენი დაინფიცირების წყარო. სასურველია ქაღალდის პარკში იქონიოთ რამდენიმე ნიღაბი და იცვალოთ დღის განმავლობაში, საღამოს კი გარეცხოთ და მეორე დღისთვის მოამზადოთ.

დისტანცია – მხოლოდ ნიღაბი ვერ დაგიცავთ დავირუსებული წვეთების სახეზე ან თვალში მოხვედრისგან; ამიტომ ნიღბის ტარებასთან ერთად აუცილებლად უნდა დაიცვათ მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია.

ჰიგიენა – დაავადების გადატანა შესაძლებელია დაბინძურებული ზედაპირებიდანაც. ვირუსის ამ გზით თვალში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისგან დაგიცავთ ხელების ხშირი დაბანა საპნით და გამდინარე წყლით, ან გასტერილება სპირტის ბაზაზე დამზადებული საშუალებებით.

პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ასევე დროის მაქსიმალურად გატარება ღია სივრცეებში. დახურულ სივრცეში ვირუსის შემცველი ნაწილაკები რამდენიმე საათი რჩებიან აეროზოლების მდგომარეობაში და ზრდიან გადაცემის შანსს. თუ არ გაქვთ საშუალება ღია სივრცეში გაატაროთ დღის უმეტესი ნაწილი, სახლი მუდმივად ანიავეთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ კონდიცირებულ, მშრალ გარემოში წვეთები ადვილად შრება, რაც აადვილებს მათ აეროზოლიზაციას. ტენიანი გარემო წვეთებს ასველებს, ამძიმებს და ისინი უფრო ნაკლებ დისტანციაზე გაიტყორცნებიან.

თუ ოჯახში ან გარემოში, სადაც დიდ დროს ატარებთ, გიწევთ სარისკო ჯგუფების ადამიანებთან კონტაქტი, ეცადეთ მკაცრად დაიცვათ ზემოთ მოყვანილი ყველა წესი. სამწუხაროდ, დროებით ოჯახის წევრებთანაც დისტანციის დაცვა მოგიწევთ.

მოკლედ, თავის დასაცავად აუცილებელია სწორად მორგებული სუფთა ნიღაბი, დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი, პირადი ჰიგიენა, დროის მაქსიმალური ნაწილის ღია სივრცეში გატარება, დახურული სივრცის ხშირად განიავება და ადეკვატური დატენიანება.

Image: mfa.gov.ge

#2. როგორ ამოვიცნოთ კოვიდ-ინფექცია?

კოვიდ-ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მოიცავს 14 დღეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან. უმეტეს შემთხვევებში პაციენტი სიმპტომატური ხდება მეხუთე, მეექვსე დღეს.

ყველაზე ხშირად კოვიდი პნევმონიისთვის (ფილტვების ანთება) დამახასიათებელი სიმპტომებით იწყება:

– ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა,

– ორმხრივი ინფილტრატები რენტგენსა თუ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე.

თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები სიხშირით გვხვდება ზედა სასუნთქი გზების დააავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

– გამოხატული სიმშრალე ზედა სასუნთქ გზებში;

– ყელის ტკივილი;

– უსიამოვნო წვის შეგრძნება გულმკერდის არეში;

– კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი მთელ სხეულზე;

– დიარეა;

– ტკივილი მუცლის არეში;

– ყნოსვის და გემოს სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა;

– თავის ტკივილი;

– ღებინება, გულისრევა;

– იშვიათად სურდო და ცრემლდენა;

– თავბრუსხვევა;

– წონასწორობის მოშლა სიარულისას;

– ძილის სხვადასხვა ტიპის დარღვევები;

– შფოთვა და გამოხატული შიშები;

– გონების დაბინდვა;

– პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება სხეულზე);

– ზოგადი სისუსტე;

– კონიუქტივიტი (თვალის თეთრი გარსის ანთება);

– კანის დაზიანებები; კერძოდ, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. განსაკუთრებით სპეციფიკურია მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი ფეხის და ხელის თითებზე.

ხშირად კოვიდის მანიფესტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებით. არ არის აუცილებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად აღინიშნებოდეს. შეიძლება დაავადება დაიწყოს მხოლოდ ერთი სიმპტომით. სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება სიმპტომების კომბინაციით, ან მათი სიმძიმის ხარისხით.

დაავადების მიმდინარეობა საშუალოდ 14 დღეს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა ერთეული სიმპტომები კვირეების განმავლობაში ნარჩუნდება.

კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელია სწრაფი დინამიკა, მძიმდება ძალიან მოკლე ვადებში და მკვეთრად. შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას ხშირად კრიტიკულია მეშვიდე-მეათე დღეების შუალედი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ვადები გასაშუალოებულია, ანუ არიან პაციენტები, ვისაც პირდაპირ მძიმე ფორმით გამოუვლინდება დაავადება ან დაუმძიმდება მეათე დღეზე გვიან.

Image: iStock-Andrey Suslov

#3. გრიპი თუ კოვიდი?

სეზონური ვირუსული ინფექციების პერიოდი დაიწყო. ხშირად გაგიჭირდებათ გარჩევა, რომელ ვირუსულ დაავადებასთან გაქვთ საქმე. თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომები აღგენიშნებათ, ოქროს წესია მოიქცეთ ისე, თითქოს საქმე გაქვთ კოვიდ-ინფექციასთან, სანამ კვლევებით გამორიცხავთ. ტესტირებით ამის დამტკიცების აუცილებლობა არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევაში. არც ამის მატერიალური საშუალება აქვს ყველას. ასეთ დროს იზოლაციის წესების სრულად დაცვა კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ასე დაიცავთ გარშემო მყოფებს ინფიცირებისგან.

#4. როგორ ვიქცევით, თუ კოვიდ-ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს! ტესტირება კრიტიკულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის არსებითად ცვლის მკურნალობის ან ქცევის ტაქტიკას. მსუბუქად მიმდინარე დაავადებას სახლის პირობებში სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. შესაბამისად, სახლში დარჩენილების ტესტირება მხოლოდ გამცნობთ, რომ თქვენ ნამდვილად კოვიდ-ინფიცირებული ხართ და მეტს არაფერს ცვლის.

კიდევ ერთხელ: მსუბუქად ან სულაც ასიმპტომატურად დაავადებული არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან სპეციფიკურ მკურნალობას! ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და დაიცავთ ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან! ჯანდაცვის სისტემის არამიზნობრივი გადატვირთვა გაზრდის სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში, გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის გამოფიტვას და დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.

ცხადია, ეს არ გულისხმობს, რომ თავი უნდა მოარიდოთ სამედიცინო დაწესებულებებს და არ ითხოვოთ დახმარება მაშინ, როცა ის აუცილებელია!

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. კრიტიკულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ. უსიმპტომო და მსუბუქ ფორმებს, რისკების არქონის შემთხვევაში, არ სჭირდება არც ანტიბიოტიკი და არც ეგრეთ წოდებული ‘“სისხლის გამათხელებლები“.

აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, ან მანამ, სანამ ტემპერატურა ნორმალურს აღემატება...

ვრცლად ნახეთ at.ge-ზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42