რატომ არის საჭირო ფრინველის ხორცი ამ სეზონზე - მარი მალაზონიას რეცეპტი სასუნთქი სისტემისთვის გაძლიერებისთვის
საზოგადოება - 15:18, 30 Nov, 2020     1478
კორონავირუსის აფეთქებისა და მძიმე ეპიდვითარების პერიოდში ჯანსაღ კვებასა და ორგანიზმის ვიტამინებით შევსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ სეზონურად ახლა საჭირო ვიტამინებით სავსე ბევრი ხილი მოიპოვება ბაზარზე. რა ნივთიერებები სჭირდება ჩვენს ორგანიზმს ძლიერი იმუნიტეტისთვის, რომელი პროდუქტები დაგვეხმარება C ვიტამინის შეთვისებაში და რა უნდა გავითვალისწინოთ სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობისთვის, თემაზე ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:

- გვჭირდება E ვიტამინი, ანტიოქსიდანტი. ასევე, A ვიტამინი და მისი წინამორბედი ნივთიერებები. A ვიტამინი კვერცხის გულშია, E ვიტამინიმცენარეულ პროდუქტებში, მაგალითად, სიმინდში, სიმინდის ზეთში, მცენარეულ ზეთებში. შეიძლება რამდენიმე პროდუქტის კომბინაცია გამოიყენოთ. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ფრინველის ხორცში ტრიფტოფანია, რომელიც სეროტონინად გარდაიქმნება, ადამიანის გუნება-განწყობისთვის, დღეს, პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია. B ჯგუფის ვიტამინებით უზრუნველყოფა ნერვული სისტემისთვისაც და სასუნთქი სისტემის რეაბილიტაციისათვისაა მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით საყურადღებოა C ვიტამინის როლი კოლაგენის წარმოქმნაში. სისხლძარღვს სწორედ დამყოლი კოლაგენი სჭირდება და მისი მდგრადობა დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სტატუსისთვის რკინის შეთვისების გაძლიერება, რაც ძალიან სჭირდება უჯრედების ჟანგბადით უზრუნველყოფას. ამ ყველაფერში მთავარი მოთამაშე C ვიტამინია. ის ანტიოქსიდანტია, გვეხმარება რკინის შეთვისებაში, კოლაგენის წარმოქმნასა და სისხლძარღვის კედლის დაცვაში. აქ შემოდის ასკორბინის მჟავა, რომელიც სისხლის სიბლანტეზე ახდენს გავლენას. სეოზნურად, ახლა, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ციტრუსები შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად,ფორთოხალი, გრეიფრუტი. გრეიფრუტის წვენი წამალთან კომბინაციაში საყურადღებოა, იმიტომ, რომ განსაკუთრებით აძლიერებს ამა თუ იმ წამლის დოზირების ეფექტს, თითქოს იმაზე მეტი წამალი დაგვილევია, ვიდრე სინამდვილეში, თუ ამ კომბინაციას კრიტიკულად არ შევაფასებთ და სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფორთოხლის წვენზეც. რაც შეეხება ლიმონს, თუ თქვენ დაჭრილი ლიმონი დიდხანს გაქვთ პირდაპირი სხივების ზემოქმედების დროს, ღია სივრცეში, ასევე, დაჭრილი დიდხანს დააყოვნეთ მაცივარში ან მდუღარე წყალში ჩააგდეთ, მაშინ მასში C ვიტამინის რაოდენობა მინიმალურია. თუმცა, მას თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ორგნიზმის დატუტიანების შესაძლებლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს ვაძლიერებთ.
ფეიხოა ამ სეზონზე C ვიტამინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონე ადამიანებისათვის, ვისაც ამ ჯგუფის პროდუქტების მიმართ აუტანლობა არ აქვთ, კივი, ფეიხოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია ამ სეზონზე. როდესაც ფოლიუმის მჟავაზე ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და ყველა მწვანე პროდუქტშია. მათ შორის, ფეიხოაშიცაა გარკვეული რაოდენობით. ასევე, მასში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით კალიუმი, რომელიც ახლა, კოვიდის ფონზე, მაშინ, როცა გულის რითმის დარღვევები წამოვიდა, ძალიან კარგი შევსებაა ორგანიზმისთვის. მასში არის მაგნიუმი, B6 ვიტამინიც კი, მაგრამ ყველა იმ ადამიანმა, ვისაც კუჭის პრობლემები აქვს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ბევრი მეკითხება, კანიანად მიირთვან თუ არა, გირჩევთ, კოვზით ამოიღოთ რბილობი. რაც შეეხება ბიუჯეტურ ვერსიას, მაგალითად, აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი, ჩავსახათ მდუღარე წყალი, ჩავყაროთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რაც იმ წუთას ხელთ გაქვთ. არ ჩახარშოთ, არ ურიოთ დიდხანს და უბრალოდ, მოხარშული კვერცხი შემდეგ თქვენს ულუფაში ჩადეთ, დააჭერით ცოტა ჯეჯილი. ეს იქნება იდეალური კომბინაცია იმისათვის, რომ ყველა ჯგუფის პროდუქტით შეივსოთ. შეიძლება ასე მომზადებულ პროდუქტში, უკვე თქვენს ულუფაში, ერთი კოვზი მაწონი ჩადოთ, ცოტა ყველი მიატანოთ. რისი შესაძლებლობაც გექნებათ, ისე შეახამეთ ეს პროდუქტები. გააღვივეთ მარცვლეული და ჩაუშვით იმ ბოსტნეულის წვნიანში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42