მწვავე პრობლემაა შსს-ს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი - DRI
პოლიტიკა - 14:53, 30 Nov, 2020     1107

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტს და მიაჩნია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა, იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, სპონტანური აქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გასაპროტესტებლად გაიმართა[1] და დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. აქცია თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არ მისცეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე (რომელიც არ წარმოადგენს შენობის შემადგენელ ნაწილს) წარწერების გაკეთების უფლება. პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გახდა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავების საფუძველი, ხოლო მისი დაკავებისას მეორე აქტივისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. არაკანონიერი მოთხოვნა, და, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა, არ წარმოშობს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.

აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. დაკავებული ორი აქტივისტის მიმართ კი დაიწყო წარმოება იმ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც არ დასტურდება ადგილზე მყოფი არც ერთი ნეიტრალური მოწმის მიერ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, მწვავე პრობლემად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი, დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები.სასამართლოში, არაერთხელ ეჭვქვეშ დამდგარა მოწმე სამართალდამცავის მიერ დაკავებული დემონსტრანტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უტყუარობა.[2] მნიშვნელოვანია აღნიშნული ხარვეზები არ განმეორდეს 28 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეებში. პრობლემას ამძაფრებს დაკავების პროცესში აქტივისტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რასაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გახშირებული საჩივრების სრულყოფილად გამოძიებისათვის. აღნიშნული შემთხვევების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, იწვევს ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს.


[1] ინფორმაცია მოგვიანებით უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

[2] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ, თბილისი 2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/33toZmV





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42