ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ
პოლიტიკა - 11:22, 30 Nov, 2020     800
ხმაური და დაპირისპირებაა აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც შეკრებილი მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს.

აქციას ქობულეთის სოფელ ციხისძირის მოსახლეობაც შეუერთდა - მათი განცხადებით, უკვე თვეებია, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. სწორედ ამიტომ, ისინი რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, მაგრამ, როგორც თავად აცხადებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხალხში არასდროს ჩნდება.
აქციის მონაწილეები რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ:
"ის ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე არ არის და არ აქვს უფლება, ამ შენობაში შევიდეს და განკარგულებები გასცეს. ქოცების ოფისში შეიპაროს და იქიდან აკეთოს ლაივები" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"რიჟვაძე არის მონაც და მექრთამე-კორუფციონერიც. 1 თვეა, ხალხში არ ჩნდება. საერთოდ დავიწყებული აქვთ ხალხის პრობლემები", - აღნიშნა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
აქციის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ, რათა ადამიანებმა ვაჭრობა შეძლონ და მცირედი შემოსავალი მაინც ჰქონდეს დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად.
აჭარის მთავრობის სახლთან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია პერმანენტულად იმართება და ძირითად მოთხოვნად მთავრობის გადადგომა რჩება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42