უდიპლომო მინისტრების ფეერვერკია, რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა - მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ჩაკეტილ წრეს გავარღვევთ - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 20:22, 29 Nov, 2020     1787

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ქვეყნის სათავეში მყოფ მაღალჩინოსნებზე საუბრობს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროები კრიზისში შეიყვანეს. ხაზარაძე ასევე ხაზს უსვამს ბიძინას ბრძოლას მისსა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და უდიპლომო მინისტრებს, რომლებიც აზარალებენ ქვეყანას.

"ყოველდღიურად ვუყურებთ უდიპლომო მინისტრებს. რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან რადგან, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას რა დღეშიც ბიძინა ივანიშვილი ამყოფებს. მან თავისი რუსული მეთოდებით და 90-იანების აზროვნებით მართავს ქვეყანას. ჩვენი მიზანია რომ ამ წრიდან გავიდეთ. ჩვენი ქვეყანა იმ პოლიტიკაში რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნება. ჩემი და ჩემი მეგობრებია იდეა და მისიაა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ახალ ძალას ითხოვს პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე ავაწყოთ ქვეყანა, ყველა სფერო ჯანდაცვიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული ჩამოშლილია და საჭიროებს განახლებას,"- განაცხადა ხაზარაძემ.

"ლელოს" თავმჯდომარემ მისი და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკაში წასვლაზეც ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, ისინი არ შეუშინდნენ არსებულ სიტუაციას და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტეს.

"მე და ბადრის შეგვეძლო თავის დროზე წავსულიყავით ქვეყნიდან, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. შეგვეძლო არ ჩავრეულიყავით პოლიტიკაში, მაგრამ ვიყავით მართლები და ასე არ მოვიქეცით. არ გავექეცით სასამართლოს, შორიდან არ დავიწყეთ ყურება ჩვენი ქვეყნის გაჭირვების და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა დავიწყეთ. რადგან ჩვენ რეალურად ვხედავთ რა დღეშია ხალხი და რომ მათ სჭირდებათ დახმარება,"- აღნიშნა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42