"ქართულმა ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 18:54, 29 Nov, 2020     1290

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარტიების დაფინანსებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ოპოზიციის კუთვნილი დაფინანსება.

მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსების კუთხით ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რადგან ის, რაც არის დღეს, არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს სტრუქტურას.


"ოცნებამ, რომელმაც მოიპარა ხმები, მიიღო უფრო მეტი დაფინანსება ბიუჯეტიდან. თუკი ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც იბრძვის, რომ გაყალბებულ არჩევნებს და მიტაცებულ ხმებს რაღაც მოუხერხოს, უარს იტყვის დაფინანსებაზე, მას მიისაკუთრებს "ქართული ოცნება". დღეს ოცნებამ მიისაკუთრა არა მხოლოდ ხმები, არამედ სხვა პარტიებისგან მოპარული ხმების დაფინანსებაც. რეალობა არის ეს. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე და არა პარტიულ დაფინანსებაზე. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ყველამ უარი ვთქვათ პარტიულ დაფინანსებაზე, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პარტია დარჩება ამ ქვეყანაში. აქ არაფერი გაურკვევლობა არ არის, რადგან ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაზეც პარტიები თანხმობას აცხადებენ, ნიშნავს, რომ მინიმალური დაფინანსება მაინც მიიღონ მოპარული ხმებიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა მშენებლობა განაგრძონ,"-აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე იმაზეც საუბრობს, რომ "ლელო" არის და უნდა იყოს სახალხო პარტია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს აქამდეც შემოუწირავს თავისი დანაზოგი, იმიტომ რომ "ლელო" არის სახალხო პარტია და არის ხალხის ხმა. ამ პროცესს ჩვენ გავაგრძელებთ, რადგან ხალხს სჯერა, რომ ეს არის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42