აქცია რიონის ხეობაში - ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე 35 დღეა აპროტესტებენ
საზოგადოება - 15:28, 29 Nov, 2020     1400
საპროტესტო აქცია გაიმართა რიონის ხეობაში - ადგილობრივი მოსახლეობა გიგანტური ჰესის მშენებლობას უკვე 35 დღეა აპროტესტებს. ისინი მშენებლობის შეჩერებასა და კომპანია "ენკას" გასვლას ითხოვენ ტერიტორიიდან.
ამჯერად, ადგილობრივებს დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის ელჩის კელი დეგნანის დახმარების იმედი აქვთ, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეების მოთხოვნები:
"ხელისუფლება მთელი ამდენი ხნის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოსულა. გვინდა, რომ ჩვენი არგუმენტირებული პროტესტი ავუხსნათ დიპლომატიურ კორპუსს და მოვუყვეთ, რა ხდება აქ" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"საქართველოს ისტორიაში არსებობს მურვან ყრუ, რომელსაც არაფერი ესმოდა და თავისუფლად შეიძლება ამ ხელისუფლებასაც ეწოდოს ყრუ, რადგან არაფერი ესმის", - აღნიშნა ხელისუფლების ოპონენტმა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.
"არ შეწყდება პროტესტი, ვიდრე კომპანია არ დატოვებს ხეობას. მათი განცხადება არის მიუღებელი. ჩვენი ხელისუფლება არის მხარე და არ იცავს მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ დახმარებისთვის ამერიკის ელჩს მივმართავთ. დაინტერესდეს ჩვენი პროტესტით და მოგვისმინოს. ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42