"ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება დათანხმდეს ხელახალ არჩევნებს"- უგულავა
პოლიტიკა - 14:52, 28 Nov, 2020     1345

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს.

„როგორც საზოგადოებისთის ცნობილია, „არარჩეული პარლამენტის“ უფლებამოსილების დღე მოძრავია იმ გაგებით, რომ დამოკიდებულია ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმზე, შესაბამისად, 29 ნოემბრიდან დაწყებული 20 დეკემბრით დამთავრებული ნებისმიერ დღეს შეიძლება იყოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ საჯაროდ და ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასაც“, მათი მცდელობების მიუხედავად, რეალურად ნახავთ, რომ ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ძალიან მალე მოხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უმაგრებს ზურგს, ვგულისხმობ, რიგგარეშე არჩევნებს. ყველაზე ლოგიკურად ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს გაზაფხულზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიის პიკი გადაივლის. ბუნებრივია, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ 2021 წლის გაზაფხული არის ლოგიკური, სწორი და გამართლებული და „ქართული ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება, დათანხმდეს ამას იმიტომ, რომ მთლიანად აცდენილი იქნება საზოგადოების მაჯისა და გულისცემას,“- განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42