"დადასტურდა ორმხრივი განწყობა 20 ივნისის ანტირუსული პროვოკაციის შედეგების აღმოსაფხვრელად"- ლავროვის უწყების სკანდალური განცხადება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ
პოლიტიკა - 13:50, 28 Nov, 2020     1671

ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის მორიგი შეხვედრა და ურთიერთგამორიცხული განცხადებები ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ გავრცელებულ განცხადებებში.

ირვევა, რომ დიპლომატების შეხვედრა გუშინ, 27 ნოემბერს, დისტანციურ რეჟიმში მოხდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია როგორც ქართულმა, ისე რუსულმა მხარემ გაავრცელა.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს რუსი "ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიის გასაცნობად" მაშინ, როცა ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ლუგარის ლაბორატორიის "სამხედრო ბიოლოგიური საქმიანობით". ლავროვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს რუსი სპეციალისტების ვიზიტი ამ დაწესებულებაში.

საქართველოს მთავრობის განცხადებაში რუსეთის ბრალდებებზე არაფერია ნათქვამი, ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ ქართული მხარე რუსეთის ამ მოთხოვნას დათანხმდა.

მათი თქმით, პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია.

"რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად". - აღნიშნავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის მიერ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში 20 ივნისის საკითხზე არაფერი წერია, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირწმუნება, რომ შეხვედრაზე "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".

"ორმხრივი ურთიერთობების რიგ პრაქტიკულ საკითხებზე მოხდა მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება და რომ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად. განხილულ იქნა მხარეების მიერ ორმხრივ საფუძველზე სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობები. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განხილულ იქნა გასული წლის ივლისში საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. საამისო პირობები კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა", - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს საკითხი არ იძებნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ გრეგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ განიხილეს რუსეთის და საქართველოს შორის ორმხრივად სატვირთო საავტომობილო გადაზიდვაზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობები.

განიხილეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები. რუსული მხარე მიუთითებს, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტის მიზეზი საქართველში ანტირუსული მანიფესტაციები იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე წერს, რომ შეხვედრაზე "რეგიონული საკითხების განხილვის კონტექსტში აღინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მიღების მნიშვნელობა, რამაც შესაძლებელი გახადა საომარი მოქმედებების შეჩერება და მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციის პირობები. ამ სამმხრივი ხელშეკრულებების განხორციელება, კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვისა და ეკონომიკური კავშირების შესახებ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ამიერკავკასიის ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს".

ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა.

ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42