"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებს ეხმიანება და "ოცნებას" კონსტიტუციურობის დაჩქარებულ ვადაში შესწავლისკენ მოუწოდებს.
საიაში აცხადებენ , რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გარდა იმისა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ - გადაადგილების თავისუფლებას.
მათი განმარტებით, შეზღუდვების დაწესება მთავრობის მიერ მისი უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების წინაპირობაა.
"საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ის საქმეები, რომელიც სასამართლოშია შესული და სწორედ შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდის კონსტიტუციურობას ეხება”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






