შეზღუდვები ძალას დაკარგავს, თუ პარლამენტი არ შეიკრიბება - გამოიყენებს თუ არა მთავრობა "ლოკდაუნისთვის" ალტერნატივას
პოლიტიკა - 14:05, 27 Nov, 2020     1191
შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ დააწესა, შესაძლოა, 1 იანვრიდან ძალა დაკარგოს - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ახალი პარლამენტი შეკრებას ვერ მოასწრებს.

კანონმდებლობით, შეზღუდვების გახანგრძლივებისთვის ახალი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და 76-მა დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა დაწესებული შეზღუდვები ძალას დაკარგავს.

არსებობს სხვა ალტერნატივაც, რომელიც პარლამენტის შეკრების გარეშე „ლოკდაუნის“ გამოცხადებას ითვალისწინებს - იმისთვის, რომ ეს შეზღუდვები გახანგრძლივდეს, აუცილებელია, მთავრობამ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ გახანგრძლივდება დადგენილი შეზღუდვები.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პირველი „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ მთავრობამ და პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მთავრობას პარლამენტის ნებართვის გარეშე ექნება წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადების უფლება, თუმცა „ლოკდაუნის“ გამოცხადებისთვის აუცილებელია შეიკრიბოს პარლამენტი.

„მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, შეზღუდვები მოქმედებს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება ახალარჩეული პარლამენტი და ვადას გაახანგრძლივებს, ამ შემთხვევაში მთავრობას ექნება სამართლებრივი საფუძველი, რომ გამოსცეს ახალი დადგენილება და შეზღუდვები დააწესოს ახალი წლის შემდგომი პერიოდისთვის. დღევანდელი მოცემულობით, იმ გადაწყვეტილებებით, რაც მიღებულია ზაფხულში (მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შეტანილი ცვლილება) და მთავრობის გუშინ გამოცემული დადგენილება, ამ სამართლებრივ მოცემულობაში შემოღებული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ 31 დეკემბრამდე. აი, ზუსტად ამ კანონისა და მთავრობის 322-ე დადგენილების ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში არა ერთი სარჩელით უკვე არის გასაჩივრებული“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის გაჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიხურება სხვადასხვა დაწესებულებები და საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ქუჩაში მოძრაობა შეიზღუდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42