ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ - კაპანაძე
პოლიტიკა - 13:06, 27 Nov, 2020     659

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა როდენობის შემცირება, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა, რეალურად ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ პარტიულ აქტივს და არ ქმნიან რაიმე დოვლათს.

„ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ დაზარალდება კერძო სექტორი, ასეთ დროს, რათქმაუნდა, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი.

ბუნებრივია, რა ოდენობით განისაზღვრება ხელფასი, ეს სხვა დისკუსიის საგანია, მაგრამ მაშინ როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ზოგადად ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა პრობლემა, რათქმაუნდა, ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ.

ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, პარტიული აქტივი, დასაქმებულია სიპ-ებსა და აიპ-ებში, სწორედ იქ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის ხელფასების შემცირება, მათ შორის დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება, იმ უბრალო მიზეიზს გამო, რომ ის ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან და რეალურად დასაქმებულებიც არ არიან, უბრალოდ იღებენ ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილ ფულს.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42