ოპოზიციის განცხადებით, მმართველი გუნდი პანდემიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას კიდევ ერთხელ აპირებს და დაწესებული შეზღუდვებით აქციების ჩახშობას გეგმავს
"თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ "ლოკდაუნის" გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება ძალიან ცდება. ეს ლოქდაუნი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის ჩვენ მოსახლეობას, ასე რომ, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, მათ შორის როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას", - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
„შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება. არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული რეალურობიდან გამომდინარე, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. ამას უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადავწყვეტთ და გავაცნობთ საზოაგდოებას,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა თარხნიშვილმა.
დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გამართულიყო, თუმცა, შეხვედრა არც ამჯერად შედგება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის გაჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიხურება სხვადასხვა დაწესებულებები და საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ქუჩაში მოძრაობა შეიზღუდება.
მასალის გამოყენების პირობები






