ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება
პოლიტიკა - 11:34, 27 Nov, 2020     1562

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამის მსურველთა სიაში დაახლოებით 280 ადამიანია. ახალგორისთვის, რომელიც 2008 წლიდან დღემდე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა, ეს რიცხვი საგანგაშოა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის „ოჯახის გაერთიანების“ პროგრამა ახალგორის ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის „ლეგალური“ გზაა.

წასვლის მსურველმა ჯერ ყველა კომუნალური გადასახადი და ჯარიმა უნდა დაფაროს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ადგილობრივი უშიშროების სამსახურს წარედგინება. ამასთანავე აუცილებელია, რომ მოიპოვოს დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს ოჯახი ნამდვილად ელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ამ პროგრამაში „გასვლის დოკუმენტის“ შინაარსია, რომლის თანახმადაც, რაიონიდან წამსვლელს უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემა და საკუთრებაზე, რომელსაც ტოვებს, მომავალში პრეტენზიას არ განაცხადებს.

ამ პირობების მიუხედავად, უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სასოწარკვეთილებასა და უიმედო მდგომარეობაში დარჩენილი მოსახლეობა, საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მაინც ცდილობს.

რუსეთის ფედერაციის და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულმა პოლიტიკამ არასასურველი ქართული მოსახლეობისგან რეგიონის სრულად დასაცლელად, ახალგორში უმძიმესი პირობები ხელოვნურად შექმნა, რაც უნდა შეფასდეს, როგორც ჩუმი ეთნიკური წმენდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

· ახალგორში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისათვის გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი

· მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42