დაფინანსების გარეშე თუ არ შეგიძლია ბიძინას დამარცხება, დაიხურე ქუდი და წადი — ჯაფარიძე
პოლიტიკა - 22:47, 26 Nov, 2020     1506

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება “ქართული ოცნების“ მუქარას , დაფინანსების შეწყვეტაზე . ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიები არ უნდა იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას.

მისი თქმით, განსაკუთრებით არასწორია იმ პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარტია ისედაც, არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაშიც არ მოითხოვდა ამ თანხას, რადგან მიაჩნია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გაუქმდეს.

"საბოლოო ჯამში, ეს დაფინანსება არის მიბმული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმზე — იქ რა რიცხვები გიწერია. თუ იძახი, რომ ეს ოქმი არასწორია და ეს არჩევნები გაყალბდა, და ამას ვიძახით მთელი ოპოზიციური სპექტრი, მაშინ იმაზე დაფუძნებით რაღაცა დაფინანსებას არ უნდა ითხოვდე. არასწორია. გაუგებარია.

მინიმუმ, აძლევ არგუმენტს ქართულ ოცნებას, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ამათმა არჩევნები აღიარეს. და ზოგადადაც, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე თუ არ შეგიძლია ბიძინას დამარცხება, მაშინ უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდეს დაფინანსება ზოგადად არის გასაუქმებელი.

ეს დაფინანსება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში. საბიუჯეტო დაფინანსების არსებობის გამო, ქართული პოლიტიკური სპექტრი არის გადაჭედილი ვითომ პოლიტიკური პარტიებით, რომელთაც რაღაცა კონკრეტული მიზნები და ხედვები და ღირებულებები და პრინციპები კი არ ამოძრავებთ და რაღაცის შეცვლა კი არ უნდათ მართლა, გულწრფელად ქვეყანაში, არამედ, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. გადალახავ [ზღვარს], გახდები კვალიფიციური სუბიექტი, იმიტომ, რომ ვიღაცასთან ბლოკი გააკეთე, ან რაღაცა გააკეთე და მიიღებ დაფინანსებას, უფასო რეკლამას, იმას, ამას ...", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42