"ოცნება" ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება
პოლიტიკა - 22:18, 26 Nov, 2020     1156

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში მკაფიოდ არის გაწერილი, ვის რა რაოდენობის დაფინანსება ეკუთვნის ბიუჯეტიდან, "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა გამოთქვა, უმრავლესობამ იფირა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ბიუჯეტის დაფინანსებას მიიღებენ, გამოდის, რომ ისინი არჩევნების შდეგებს ირიბად ეთანხმებიან.

ოპოზიციის წევრები განმარტავენ, რომ ისინი კანონიერ დაფიანანსებას იღებენ და, ამავდროულად, ბიზნესის დაშინების ფონზე, პარტიებისთის არსებობის ერთადერთი საშუალება საბიუჯეტო ფულია.

პარტიებს კი ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ცესკო-ს მონაცემებით ბიუჯეტიდან ერგებათ:

· "ქართული ოცნება" - 5 140 000 ლარი;

· "ნაციონალური მოძრაობა" - 2 300 000 ლარი;

· "ევროპული საქართველო" 1 124 409 ლარი;

· "პატრიოტთა ალიანსი - 1 043 120 ლარი;

· "სტრატეგია აღმაშენებელი" - 939 925 ლარით;

· "ლელო" - 803 560 ლარი.

ასევე:

· "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძის პარტია - 240 000 ლარი;

· "რესპუბლიკელები" - 204 000 ლარი;

· "ევროპელი დემოკრატები" - 360 000 ლარი;

· "კანონი და სამართალი" - 104 000 ლარი;

· "პროგრესი და თავისუფლება" - 12 000 ლარი;

ოპოზიციური პარტიებიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი "გირჩმა” და "მოქალაქეებმა" თქვეს, "ლეიბორისტული პარტიის" პოზიცია კი, 2 დღეში გახდება ცნობილი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ოცნებამ" მათ არა მხოლოდ ხმები, არამედ, საბიუჯეტო სახსრებიც მოპარა, რადგან სახელმწიფოს დაფინანსება კენჭისყრის დროს მიღებული ხმების პირდაპირპროპორციულია. რაც შეეხება საპარლამენტო ხელფასებსა და სამივლინებო ხარჯებს, ამ ნაწილზე პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42