პირებს, ვისაც კალაძე ღია ცის ქვეშ ტოვებს, უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ
პოლიტიკა - 20:11, 26 Nov, 2020     1514

„ადამიანებს, რომლებიც თბილისის მერის, კახა კალაძის უკანონო, ზეპირი გადაწყვეტილების მსხვევრპლნი არიან, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის" უფასო იურიდიულ მხარდაჭერას და მათი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას სთავაზობს" - ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კალაძემ ქვეყნის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ფეხქვეშ გათელა ადამიანების უფლება, ჰქონდეთ საცხოვრისი.

„თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უკანონოდ აქვს აშენებული საცხოვრისი მიწებზე, რომლებიც ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია, სახლები უნდა დაენგრეს. და ეს უნდა გაკეთდეს ყოველგვარი მოკვლევის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ დაინტერესდება, ვინ, რატომ და როდის ააშენა შენობა, აქვს თუ არა მას სხვა საცხოვრისი, აქვს თუ არა რამე სხვა ინტერესი, ცხოვრობს თუ არა მოცემულ ნაგებობაში და ა.შ. მერმა უბრალოდ გამოაცხადა, რომ ყველა სახლი უნდა დაინგრეს." - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს შენობა-ნაგებობები, რომელიც მართლა დასანგრევია, თუმცა არსებობს ხალხი, რომლის საქმეც აღიარებითმა კომისიამ უნდა განიხილოს და რეალური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა საკუთრება მფლობელს დაუკანონოს.

„ასე არ ხდება, ბატონო მერო! ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა. მეც კარგად ვიცი, რომ არის ადგილები, სადაც შენობა-ნაგებობები ნამდვილად უნდა დაინგრეს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ადამიანებმა მეექვსე, მეშვიდე სახლი ააშენეს. მაგრამ მეორე მხრივ, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ადამიანების უსახკლაროდ დატოვება ასე უსამართლოდ, ყოველგვარი გამოკვლევებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა მოხდეს.

გვინდა, შევთავაზოთ ხელისუფლებას, გამოაცხადოს გარკვეული მორატორიუმი. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში და გავმიჯნოთ ის სახლები, რომლებიც მართლა დასანგრევია იმ შენობებისგან, რომლის დანგრევაც არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები იქ ცხოვრობენ და ეს მათი ერთადერთი საცხოვრისია. ასეთ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, გავიტანოთ მათი საქმე აღიარებით კომისიაზე და დავუკანონოთ საცხოვრებელი, ან მოვძებნოთ სხვა გამოსავალი, რომ ადამიანები არ დავტოვოთ ქუჩაში. ბუნებრივია, მანამდე ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ. დღესაც მოქმედებს კანონი, რომლის საფუძველზეც ხდება უკანონოდ მიტაცებული მიწებისა და იმ შენობა-ნაგებობების დაკანონება, რომელიც აშენებულია 2010 წლამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია, თარიღის გადაწევა 2015 წლამდე. თითოეული საქმის შესწავლა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მართლა სხვა ინტერესების გამო აქვთ აშენებული ნაგებობები, აღსრულება უნდა მოხდეს პროცედურების სრული დაცვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა ინსტანციის გავლით. ასეთია სამართლებრივი სახელმწიფო.

ახლა, როდესაც ასე ხელაღებით ხდება ზეპირი განკარგულების გაცემა, გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეს ვიღაცის ბიზნესინტერესია. ვიღაცას სურს, გათავისუფლდეს ტერიტორიები მათი სამშენებლო ბიზნესის საწარმოებლად. და თქვენ კარგად იცით, ბატონო მერო, ვისი სახელი ასოცირდება სამშენებლო ბიზნესთან. არ დავასახელებ იმ ადამიანებს რომლებიც აღნიშნულ ბიზნესში მონოპოლისტები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც ამ განკარგულებით დაზარალდება, დაგვირეკონ, ან მობრძანდნენ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის ოფისში, გაგვაცნონ მათი მდგომარეობა და უსასყიდლოდ მიიღონ ჩვენგან იურიდიული მომსახურება" - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42