"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე კრიზისს და ახალ შეზღუდვებს ეხმაურებაა.
ჯაფარიძე ახალ შეზღუდვებს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ჩაკეტვა არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
მისი თქმით, შედეგად ისევ და ისევ უბრალო მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან საჯარო მოხელეები სიგარეტის მოწევასა და ყავის სმას სახლში გააგრძებენ , მათი შემოსავალი არ შემცირდება.
"დაეტიე სახლში რას ნიშნავს? ის თუ არ წავიდა სამსახურში, იმას შემოსავალი არ აქვს. ეს საჯარო მოხელეები ისედაც არაფერს არ აკეთებენ, ეხლა სახლში ზიან და იქიდან სხვებს ამუნათებენ, გაჩერდიო. ფეხზე ჰკიდიათ. თვითონ ზის სახლში, განსხვავება ისაა, რომ მანამდე დადიოდა, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. ეხლა სახლში ზის და სახლში აკეთებს იგივეს, მაგრამ შემოსავალი არ შემცირებია", - ამბობს ზურა ჯაფარიძე გადაცემა "დღის სტუმარში".
მისივე განმარტებით, ზაფხულში მთავრობას ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ უნდა მოემზადებინა, ამის ნაცვლად კი, საზოგადოებას არაგონივრული შეზღუდვები დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები






