ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემს კავშირს და სისხლის სამართლის საქმეს, კითხვები შეხეხებოდა ჩემს ზოგდ ისტორულ განათლებას - კალანდაძე
პოლიტიკა - 18:51, 26 Nov, 2020     842

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან მის კავშირს, სისხლის სამართლის საქმეს და არ ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს, არამედ ეხებოდა მის ეთერებს, სადაც როგორც მოქალაქე და საჯარო პირი და არა, როგორც სახელმწიფო მოხელე საუბრობდა.

„ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემ კავშირს, საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არ ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს, არამედ ეხებოდა ჩემ ეთერებს, სადაც როგორც მოქალაქე და საჯარო პირი და არა, როგორც სახელმწიფო მოხელე ვსაუბრობდი. მათი კითხვები შეეხებოდა ჩემ ზოგად ისტორიულ განათლებას.

2012 წლის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხებოდა დავით გარეჯს, კითხვებიც არ დამისვეს, ეს განცხადება მოგვასმენინეს, შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს ჩანაწერი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რომ მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, მე გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტრესებდათ ჩემ პასუხთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი სად იმყოფება დავით გარეჯის კომპლექსი და რა შეათანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, ბრალდება ვერ კრავს საქმეს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს, ამას მოწმობს ჩემი, როგორც მოწმის სტატუსით პირისთვის დასმული ყველა შეკითხვა, მათ შორის, ჩემი საჯარო განცხადებები, რომელიც ტელეფონში ჩამირთეს.

მკითხეს კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები, სხდომის დასაწყისშივე მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მითუმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია. მიხედავად ამისა, ბრალდებას მრავალი მცდელობა ჰქონდა მაინც დაესვა ის კითხვები, რომელზეც დავალება ჰქონდა, რომ უნდა დაესვა. მე მგონია, რომ მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ეს საქმე ბოდიში უხეში გამოთქმისთვის და ყარს, პოლიტიკურია და ამას ხვდება „ქართული ოცნებაც“, რომ ეს ესმის ყველას. მგონია, რომ ყველა მცდელობა იქნება იმისთვის, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მაინც შეიკრას, რაღაცნაირში ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი უგუნური ნაბიჯი შეიძლება კიდევ გადაიდგას“, - განაცხადა კალანდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42