ნინო კალანდაძის განცხადება იმ პერიოდისათვის ავტომატურად იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო, რაზეც მას არანაირი პასუხი არ გაუცია - პროკურორი
პოლიტიკა - 18:41, 26 Nov, 2020     1109

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა , მიხეილ სადრაძემ განაცხადა , რომ ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ.

სადრაძე განმარტავს, რომ ნინო კალანდაძე მათ მიერ დასმული კითხვების უმეტესობაზე პასუხობდა, რომ არ იცოდა, ან არ ახსოვდა.

„ნინო კალანდაძეს აბსოლუტურად ყველა რელევანტური კითხვა დავუსვით, მათ შორის, ბუნებრივია, კითხვები მიმართული იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა. ამასთან დაკავშირებით პასუხი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს, ასევე, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სხვა კითხვაზე, ნინო კალანდაძის მხრიდან პასუხი იყო, რომ არ იცის, არ ახსოვს და მასთან ეს საკითხები არ განიხილებოდა.

ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო მისი განცხადების შესაბამისად, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს განცხადება საჯარო სივრცეშია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. თუმცა, ამაზე მას არანაირი პასუხი არ გაუცია, ასევე სხვა შემხვედრ საკითხებთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა“, - განაცხადა სადრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42