დეკანოიძის განმარტებით, ხალხი აქციაზე რეკომენდაციების სრული დაცვით იდგა, ხოლო ვირუსის გავრცელება იმ დაუდევრობის ბრალია, რაც ზაფხულში ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა:
„როდესაც საკუთარ მოსახლეობას, რომელსაც მოპარე არჩევნები და შემდეგ მოსახლეობა ამ არჩევნებს აპროტესტებდა, გამოვიდა და საპროტესტო აქციაზე უსაფრთოხების წესების დაცვით იდგა, აბრალებ ვირუსის გავრცელებას (და ჩვენ ყველას გვახსოვს კარგად დენდროლოგიური პარკის გარშემო განვითარებული მოვლენები, გვახსოვს კარგად გახსნილი საზღვარი გაურკვეველი ტურისტებისთვის და ა.შ.), ეს არის ამორალურობა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას აბრალებს იმას, რისი ვალდებულებაც თავად ჰქონდა“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები დააანონსა და განმარტა, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ფონიდან გამომდინარე მოსახლეობა ორი თვის განმავლობაში გარკვეულ აკრძალვებს უნდა დაექვემდებაროს. აქვე, მან ვირუსის მასშტაბური გავრცელება არჩევნების შემდგომ გამართულ აქციებს დაუკავშირა.
მასალის გამოყენების პირობები






