მთავრობის მიერ გამოცხადებულ ახალ შეზღუდვებს "გაუაზრებელსა" და "უპასუხისმგებლოს" უწოდებსევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.
მისი თქმით, მთავრობამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პანდემიის მეორე ტალღისთვის მომზადებული ჯანდაცვის სისტემა დაეხვედრებინა.
"მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ყოველგვარი არსებითი წნეხის შემსუბუქების გარეშე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით. ამ ხალხმა, ერთხელ, ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი არ გააკეთა, რათა ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღოსთვის და ამის ფასს იხდის მთელი ქვეყანა, ადამიანების სიცოცხლის ფასად, ეკონომიკის ფასად.
ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ამ პოლიტიკური ლიდერების, არარაობებისა და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება", - ამბობს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






