პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედება, სისტემური ხასიათის არ არის და მთავრობის არჩევანი ეპიდემიის მართვაში ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაჭერაა.
“ეს არ არის რაღაც სისტემური შეზღუდვები. ეს არ არის ლოქდაუნი. წარმოება, ყველაფერი მუშაობს. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ არასაბაზისო, პირველადი მოთხოვნილების სერვისებზე, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, რესტორანი და ფიტნესი, რომლებიც აგენერირებენ დიდ მობილობას. მე ვსაუბრობ ბალანსზე – ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად, ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად", - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






