ღვიძლის გადიდება შეიძლება მიიღოს ამ ხალხმა, სმას გადაყვებიან - როგორ აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს
პოლიტიკა - 15:29, 26 Nov, 2020     1234
ოპოზიციის ლიდერებმა მოსალოდნელ შეზღუდვებზე განცხადებები გააკეთეს და მთავრობა გააკრიტიკეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათ ვერ მოისმინეს რაიმე მყარი გეგმა, რაც ქვეყანას მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოიყვანს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, დაწესებული შეზღუდვები მოქალაქეებს კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრების პირობებს:
"მე ვერ მოვისმინე ჯერ-ჯერობით ის გეგმა, რომელიც შეზღუდვების დროს უნდა განხორციელდეს, გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კონკრეტული კრიზისიდან. შეზღუდვები გასაგებია, შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ის გეგმა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა" - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
"გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ. კომენდანტის საათმა, რომელზეც რატომღაც მტავრობა დიდ იმედებს ამყარებდა. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ კომენდანტის საათი სადაც შემოიღეს, ინფიცირებულების ყოველდღიური ოდენობა გაიზარდა, მაგალითად, საფრანგეთში. როდესაც შეზღუდვებზე საუბრობს, ელაპარაკება მხოლოდ იმ სპეციალისტებს და იმ სპეციალისტების აზრს ითვალისწინებს, რომლებიც მათი პოლიტიკური მარიონეტები არიან. ამაზე საუბარი და დისკუსია საჭიროა გაცილებით უფრო ფართო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ხ" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმქა გიგი უგულავამ.
"ეს ჩაკეტვა არის უკიდურესი ზომა, რომელიც არის მცდელობა იმ გაფუჭებული მენეჯმენტის, არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის დასაგვირგვინებლად. თუ არ აღიარებ შეცდომას, ამ ერთ შეცდომას მოყვება უფრო მეტი შეცდომა შემდგომში. ამ ჩაკეტილ წრეში მოექცა დღეს ჩვენი ხელისუფლება და ეს ყველაფერი ქვეყანას მიიყვანს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე" - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გარკვეული დაწესებულებების მუშაობა და საქალაქთაშორისო გადაადგილება იკრძალება. ასევე იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება როგორც ავტომობილით, ისე ფეხით.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42