ცნობილია, ის სოციალური დახმარებები, რომლებსაც სხვადასხვა მოქალაქეები და ბიზნესი მიიღებს:
კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება;
ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 100 ლარს მიიღებს.
დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას.
18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
რაც შეეხება ბიზნესს:
ბიზნეს სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება;
სესხების გადავადებაში დაეხმარებიან იმ ობიექტებს, ინდმეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.
მასალის გამოყენების პირობები






