300 ლარი თვითდასაქმებულებს და 1200 ლარი მათ, ვინც სამსახური დაკარგა - მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია
პოლიტიკა - 15:05, 26 Nov, 2020     1465

მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებული მოქალაქეების სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

გარდა სოციალური დახმარებისა, თვითდასაქმებულებს მთავრობა საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება.

"ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ დახმარებას თვითდასაქმებულებისთვის, როგორიც გვქონდა პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს ამ სექტორიდან, ვისაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში", - განაცხადა გახარიამ.

1200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

"გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა - ეს გახლავთ 1 200 ლარიანი დახმარება ფორმალურად დასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ანუ 6 თვის განმავლობაში 200 ლარი ყოველთვიურად. ეს პროგრამა პირველი იანვრიდან გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში", - განმარტა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42