ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება.
კანდელაკის თქმით, ევროპული საქართველო არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, თუმცა, როგორც კანდელაკმა აღნიშნა, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა პარტიას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა, კანდელაკმა განაცხადა, რომ შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება.
„ევროპული საქართველო არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.
შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც ევროპული საქართველოს სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რათქმაუნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს.“ - განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






