მისი თქმით, 2 200 ადამიანი ხელფასს ჩვენი ჯიბიდან მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ქვეყანა ისევ ნეპოტიზმის ჭაობშია ჩაძირული და ეს ადამიანები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ, შტატები კი მათმა ახლობლებმა შექმნეს, რათა დაესაქმებინათ ისინი და ხელფასი არაფრის კეთებაში ეხადათ.
რაც შეეხება თბილისის მერს კახი კალაძეს, გაგუას თქმით, ის შტატებს არ ამცირებს და ისედაც გაღატაკებულ ხალხს ჯიბიდან ფულს აცლის, რათა ამ არაფრისმკეთებელ ადამიანებს ხელფასი უხადოს:
"მეტროს გაფიცვა რომ იყო 3 წლის წინ, კალაძე შეგვხვდა მემანქანეებს, დახურული შეხვედრა იყო, ფინანსები არ არის ფიზიკურად ახლაო - ამბობდა და მაგაზე ასეთი საინტერესო ისტორია მოაყოლა
შარშან რომ დავინიშნეო, ერთ-ერთ კერძო კომპანიას აუდიტი ჩავატარებინე, დადგინდა რომ სატრანსპორტო კომპანიაში შტატები ხელოვნურად არის გაბერილი და 2 200 თანამშრომელის განთავისუფლება მირჩიესო, რა მექნა, სახლში ხომ არ გავუშვებდი მაგ ხალხს, ცოდოები არ არიანო? მაგათაც ხომ ოჯახები ყავთო.
სამსახურში სადაც 6 500 ადამიანია დასაქმებული, 2 200 ადამიანი არ მუშაობს (35%-მდე), უბრალოდ ვიღაც ჩინოვნიკებმა შექმნეს დამატებით ბუტოფარული სამსახურები, იქ დაასაქმეს თავიანთი ახლობლები რომლებიც არაფრის კეთებაში ხელფასებს იღებენ, ბიუჯეტს აზიან წურბელებივით და კალაძემ ცოდოები არიან გასაშვებადო, ანუ ეს არაფრისმკეთებელი ბიუჯეტის წურბელები არიან ცოდოებიო, ის გაჭირვებული ხალხი ვისაც ფულს ვაცლით ჯიბიდან ბიუჯეტის შესავსებად, ისენი არაო.
ეს იყო 3 წლის წინ, იმის მერე დარწმუნებული ვარ, კიდევ გაიზრდებოდა წურბელების რიცხვი, ასეთი სამსახურები კი ძალიან ბევრია, სახელმწიფო სამსახურების უმრავლესობა ასეთია, სადაც ხალხი ერთი ადგილის ფხანის მეტს არაფერს აკეთებს და სოლიდურ ხელფასებს უხდით თქვენი ჯიბიდან.
ამ უფუნქციო მუშაკების და მათი მომყვანების წყალობით არის მათ შორის ასეთი გაბერილი და ხარჯიანი მთავრობა რომ გვყავს, მაგის ბრალია მათშორის რომ მშპ-ს 35%-მდე მიაქვს ყოველ წელს მთავრობას, მარტივად რომ წარმოიდგინოთ, მშიერი პენსიონერი პურს რომ ყიდულობს 1/3 "ყუას" მთავრობა უტეხავს და მერე ერთ ლუკმას უბრუნებს შიმშილით რომ არ მოკვდეს, რამხელა დრამატიზმი და ირონიაა არა?" - წერს გაგუა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






