ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს
პოლიტიკა - 21:46, 25 Nov, 2020     1952

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა კალანდაძე დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს

ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდო ე.წ კარტოგრაფების საქმის გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.


ინფორმაცია კალანდაძემ თავად გაავრცელა.

"მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ:

ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ-ჯერობით დუმს, და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია...

საინტერესოა, რომ პროკურატურის წარმომადგენელთან საუბრის დასრულებისთანავე, მყისიერად დამიკავშირდა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და, „გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ კომენტარის გაკეთება მთხოვა ვკითხე, სად გავრცელდა თქო და სოციალურ ქსელშიო თქვენი წყარო კონკრეტულად ვინ არის მეთქი და ჩვენი პროდიუსერიო. და იმის წყარო თქო? ოო, ეგ არ ვიციო. მაშინ, თქვენი პროდიუსერის წყაროსთან გადაამოწმეთ მეთქი. როგორ შესაშურ სინქრონში მუშაობს პროკურატურა და მედია, როცა საქმე პოლიტიკურ დაკვეთებს ეხება და როგორი უმწეოა ხელისუფლება ყველგან, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია...

ასეა თუ ისე, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება! " - წერს ნინო კალანდაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42