"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
იგი ამბობს, რომ იზოლირებისა და დაყოფის პრიმიტიული მეთოდები არცერთი პოლიტიკური პარტიის პრინციპულ პოზიციას არ შეცვლის.
მისი თქმით, კობახიძის განცხადება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების ლიდერები საჭიროდაც არ თვლიან პარტიის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმოებას, რადგან იციან, რომ ევროპული საქართველო პოზიციას არ შეიცვლის.
"ნეტარ არიან მორწმუნენი, თუ ჰგონიათ, რომ ამ ტლანქი ტაქტიკით რამეს მიაღწევენ. აღდგომა და ხვალეო, აი, ნახავენ მალე, როგორ არის ეს ვითარება. დარწმუნებული ვარ, არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეპუტაცია პრინციპი და პრაგმატული მიდგომა ქვეყნის და საკუთარი ინტერესის მიმართ, ამ პოზიციას არ შეიცვლის. მესმის ეს პრიმიტიული მეთოდია ამ ტიპის ნიაღვრის.
რაღაც იზოლირების. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვყო ეს, ამ კლოუნისგან, რომ ევროპულ საქართველოზე საჭიროდაც არ თვლის ამ პროპაგანდის წარმოებას რომ ჩვენ შევიცვლით პოზიციას. დარწმუნებული ვარ სხვა პარტიებიც დაუმტკიცებენ ამ კლოუნს, რომ მათზეც ტყუილად ჰქონდა გათვლა", - ამბობს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






