ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ ქოთნის ყვავილების გაყიდვა დაიწყო და მიღებული თანხას საკუთარი მოსწავლეების ინტერნეტ-კავშირით უზრუნველყოფაში დებს.
აფხაზავას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო შემთხვევით არ მიუღია - ის ყველასგან გამოირჩევა საკუთარი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობითა სიყვარულით, ეს სოციალური აქციაც სწორედ ბავშვების სიყვარულმა დააწყებინა.
მას შემდეგ, რაც პანდემიამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახიდან ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა, უამრავი მოსწავლე დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან სახლში ინტერნეტი არ აქვს. ჩიბათის სკოლაში ასეთი უამრავი მოსწავლეა, სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომელიც აფხაზავამ მალევე განახორციელა - ახლა ის ქოთნის ულამაზეს ყვავილებს ყიდის და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს - ბავშვებს ეხმარება განათლების სრულფასოვნად მიღებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლადომ იის იშვიათი ჯიშების მოშენება დაიწყო, რომლებიც წარმოუდგენლად ლამაზია.
ქოთნის იების შეძენა თბილისშიც შესაძლებელია - „პანაგეას“ ვაკის ფილიალში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და კეთილ საქმეში ჩაერთოს. შესაძლოა, ვიღაცისთვის ერთი ქოთნის ფასი არაფერია, მაგრამ ეს თანხა რეგიონში მყოფი მოსწავლისთვის ინტერნეტის მთელი თვის მარაგია, რათა განათლება სახლის პირობებში მიიღოს.

მასალის გამოყენების პირობები






