" ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი კარგად ცნობილი გახლავთ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარციაზე ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა", - უთხრა მედიას შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიცია ახლა ბიძინა ივანიშვილისგან თარიღს ელოდება, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები და კონსულტაციებიც მხოლოდ ამ თემაზე იქნება.
„თუ ასე გააგრძელებენ, ძალიან მალე თავად „ქართული ოცნების“ გარკვეული ლიდერები გახდებიან პატიმრები და შემდეგ მათი მხარდამჭერები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ საქმე პოლიტპატიმრებთან გვაქვს. ისინი აღარ იქნებიან პოლიტპატიმრები, რადგან მათ გააყალბეს ხალხის ნება და ძალაუფლების მითვისება, უზურპაცია უნდათ, რის საშუალებასაც მათ ჩვენი ხალხი და მოკავშირეები არ მივცემთ. ეს არის რეალობა. რეალობა ისიც არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვალა, ტრამპმა უკვე განკარგულება გასცა ძალაუფლების გადაბარებაზე ახლად არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენისთვის. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა რაც ირბინეს ვაშინგტონში, ვირჯინიაში, ალექსანდრიასა და ნიუ-იორკში, ეს ყველაფერი, მათი შრომა წყალში ჩაყრილია და ის ვეღარ შეძლებს ის ლობისტური კავშირები ააწყოს, რომლის იმედზეც იყო. ასე, რომ ეს უკანასკნელი იმედიც და იმედის სარკმელი მისთვის დახურულია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, "პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში არაერთი რევლოუცია მოხდა, იმისთვის, რომ ამ კონტინენტს სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება მიეღო".
მასალის გამოყენების პირობები






