რაც ახლა ხდება, თუ ამ ფორმით გაგრძელდა, მივიღებთ მშიერ ბუნტს - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 10:35, 25 Nov, 2020     879
პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ხალხი სიღარიბის ზღვარზეა, მთავრობა კი ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

მისი განცხადებით, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ღმერთის ანაბარა არიან მიტოვებულები:

"რაც ახლა ხდება, თუ ამ ფორმით გაგრძელდა, მივიღებთ მშიერ ბუნტს და ეს იქნება გარდაუვალი რეალობა...

ისე, „ქართუ ჯგუფი“ არ იყო, პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ამბით რომ გამოგვიცხადეს, ყველა დანაკარგს „ქართუ ჯგუფი“ აანაზღაურებსო?!

ერთი თეთრი არ გაუღიათ ხალხის დანაკარგების შესამსუბუქებლად!

თუ, რამე გააკეთეს და გამოგვრჩა?!

სამაგიეროდ, რა დახმარებაც მოვიდა ყველაფერი ისე შეთქვლიფეს და გააქრეს მაღალ ეშელონებში, პასუხსაც არავინ გვაძლევს!

ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი კიდე, საერთოდ გარტყმაში არ არის რა ხდება და მომავალ წელს 5,6 % -იანი ზრდას გპირდება.

მოკლედ, ქვეყანა ისე ჩამოიმხეს თავზე, ვერც ერთი ბიზნესმენი ვეღარ „გაამხნევებს“, გამორიცხულია.

გამხნევება კი არა, დაიქცა ქვეყანა და იმის თავიც კი არ აქვთ, რომ ფორს-მაჟორი გამოახადონ!

ან რა ლოქდაუნებზე საუბრობენ?!

ადამიანებს მუშაობის საშუალებას აღარ აძლევენ, მაგრამ არც იჯარის თვალსაზრისით, არც საბანკო გადასახადების თვალსაზრისით ვალდებულებებს არა თუ უჩერებენ, არც კი უვადებენ!

თვითონ კი, ზრდა ნამდვილად ექნებათ.

თუნდაც ქალაქის ბიუჯეტი ვნახოთ.

270 მილიონით შეამცირეს ბიუჯეტი და 5,5 მილიონით გაიზარდეს სახელფასო ფონდი!

ცხოვრების დონე დაუვარდათ, როგორც ჩანს, მერიის ჩინოვნიკებს და იკომპენსირებენ.

დანარჩენი ქვეყანა, რიგითი ადამიანები კი, ისინი ვინც დღეს სახელმწიფო სექტორის გარეთ მუშაობენ, უბრალოდ ღმერთის ანაბარა არიან მტოვებული..." - განაცხადა ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42