ენმ-ისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უახლოეს პერიოდში თანამდებობიდან მოხსნიან.
"ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც არის არაკონსტიტუციური. ამას გვეუბნება, რომ მიიღეთ ეს რეალობა, არ მიიღებთ და თქვენს თავს დააბრალეთო, მაგრამ ჩვენს თავს კი არ დავაბრალებთ, ამ ადამიანს ვებრძვით, როგორც ოლიგარქს, როგორც ანტისახელმწიფოებრივ ელემენტს, რომელსაც არაფერი საერთო არ გააჩნია სახელმწიფოებრიობასთან და არ მიკვირს ქალბატონი ტიკარაძეზე, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ამ ქალბატონს მოხსნიან. ვინმეს გგონიათ, რომ ამით რაღაცა შვება მოუვა? თავიდან ბოლომდე ამ ქალბატონის ბრალი არის 2%. იმ კაბინეტში რომ არსებობს, ეს არის მისი დანაშაული, დანარჩენი არის კაბინეტი და იქ რაღაცა კორონას საბჭო რომ შეიქმნა, რომ დასხდებოდნენ ხოლმე დილაობით, რომ კადრებს ააღებინებდნენ ჟურნალისტებს, იმ საბჭომ რა გააკეთა?", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






