დარღვევები არჩევნებზე, წყლის ჭავლის გამოყენება, გადაადგილების შეზღუდვა — ადამიანის უფლებათა ცენტრი საარჩევნო გარემოს აფასებს
პოლიტიკა - 18:16, 24 Nov, 2020     928

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლის, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები. მათი პოზიციით, ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ საარჩევნო დარღვევებთან გამკლავების კუთხით როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში სისტემური პრობლემები არსებობს.

ცენტრი საუბრობს იმაზეც, რომ არჩევნების დღეს, მმართველი პარტიის მხარდამჭერები და ე.წ. კოორდინატორები მასობრივად იყვნენ მობილიზებულები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი დაკვირვებით, უშუალოდ კენჭისყრის პროცესში ბევრი დარღვევა არა, თუმცა შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი უზუსტობები დაფიქსირდა. კერძოდ, დისბალანსის შემთხვევები უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და მიცემულ ხმებს შორის და სხვა ხარვეზები შემაჯამებელ ოქმებში.

ცენტრი 8 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წყლის ჭავლის თუ გაურკვეველი ტიპის გაზის გამოყენების საჭიროება არ იყო.

"გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ნაკლებად ლეტარული იარაღის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენების შესახებ, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ შემდეგ ვითარებაში: როდესაც არსებობს სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან საკუთრების მასშტაბური განადგურების საფრთხე. ამ გარემოებებიდან არცერთი არ ყოფილა სახეზე აღნიშნულ აქციაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მომდევნო დღეს, 9 ნოემბერს მთავრობის გადაწყვეტილებები გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებით, თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენდა.

"აღნიშნული შეზღუდვები, ასევე, საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას და არაპირდაპირ ზღუდავს მას. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება, შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ამ პირობებში. ამ შეზღუდვების მიღების დრო და ხასიათი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი შემოღებულია გაზრდილი საპროტესტო მუხტის ჩასახშობად",- ვკითხულობთ განცხადებაში.

HRIDC-ის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უფრო "ფხიზლად და ღია" უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მიმართ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებით კი, ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების შესახებ ცოდნის ამაღლებას.

"ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ხშირი და მასშტაბური შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში წარმოაჩენს ორგვარ დარღვევებს — დარღვევებს, რომელიც გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით და დარღვევებს, რომელიც გაცნობიერებულად არის ჩადენილი. კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა დაისაჯოს შესაბამისად. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უკეთ უნდა გადამზადდნენ იმისათვის, რომ სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინარული სანქციები", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42