უმეცრება და მავნებლობა...ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმებულიყო - კახაძე
პოლიტიკა - 16:23, 24 Nov, 2020     852

მმართველი გუნდის სხვა წევრების მსგავსად , კრორონავირუსის გავრცელებაში ოპოზიციას ლადო კახაძეც ადანაშაულებს. მისი შეფასებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო.

როგორც კახაძემ აღნიშნა, არსებული რეკომენდაციების ფონზე ოპოზიციამ თავყრილობები მაინც მოაწყო. ასევე ეპიდვითარება უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა. რომ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან იყვნენ.

კახაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თავყრილობებმა ყველანაირი პირობა შექმნა ინფიცირების რაოდენობის გასაზრდელად.

მისივე თქმით „პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნებლობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს”.

„ეს ეპიდემია ყველასთვის დიდი გამოწვევაა. სამართავადაც რთულია, ძალიან საინტერესოა დაგროვილი ცოდნის სწორად გადანაწილება. სწორედ ასეთ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა თავყრილობებია. პირადი უსაფრთხოება გადის სხვათა უსაფრთხოების პატივისცემაზე - თუ ჩვენ განვიხილებით პოტენციურად ამ ვირუსის მატარებლად, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სხვას შემთხვევით არ გადავცეთ. შვედეთმა, რომელსაც ლიბერალური მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ, 8 ადამიანზე მეტი არ დაუშვეს შეკრებაზე. გულსატკენია ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ მოისურვა ამ სიტუაციის დამძიმება ხელოვნურად და პირდაპირ დასვა ამ არჩევნების ჩარჩოზე. გული მტკივა, მაგრამ ოპოზიციურმა ფრთამ, დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს. მაგალითიც გვაქვს უკვე. გვქონდა ციფრები ზაფხულიდან გამოყოლილი. დავინახეთ ჯიუტად პირბადის გარეშე ერთმანეთის გვერდიგვერდ, არეულად, დისტანციის გარეშე ბევრი ადამიანის თავყრილობა. ეს ადამიანები ერთი ლოკაციიდან კი არ იყვნენ, სხვადასხვა ლოკაციიდან იყვნენ. მივიღეთ, ის რომ ამ თავყრილობის ადგილებიდან ეს ადამიანები საწყის ლოკაციას დაუბრუნდნენ და იქაც იფეთქა ამ დაავადებამ. ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებმა უწესრიგოდ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო. ინფიცირების წყარო გაძლიერდა არასწორი მოპყრობის გამო. ამბობდნენ გაზაფხულზე ეპიდვითარება აუფეთქდებათო - ისე იძახდნენ აუფეთქდებათო, თითქოს ჩვენ სხვები ვიყოთ. ეს არის მავნებლობა. არ ვერიდები ამ სიტყვას. ეს უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის. პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნეობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას, პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42