ამ მთავრობის და ამ ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის ფასს იხდის მთელი ქვეყანა - ბოკერია
პოლიტიკა - 15:10, 24 Nov, 2020     1023

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ბოკერიას თქმით, დღევანდელი მძიმე ვითარება დაკავშირებულია მთავრობის არასწორ და მავნებლურ მართვასთან, როდესაც ხელისუფლებამ უაზროდ ჩაკეტა ქვეყანა და არ მოემზადა მეორე ტალღისთვის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ რეალური გეგმის ნაცვლად, ხელისუფლება ყველაფერს ოპონენტებს აბრალებს და საკუთარ თავზე ნულოვან პასუხისმგებლობას იღებს, ხოლო ასეთი უტიფარი საქციელის ფასს მთელი ქვეყანა იხდის.

„ყველა კრიტიკულ ვითარებაში, რაც კი გვქონია ამ წლების განმავლობაში და ეხლაც, როდესაც ძალიან კრიტიკული ვითარება გვაქვს პანდემიის კუთხით და ამ მთავრობის მიერ გადადგმული უტიფარი და უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ეკონომიკაში და პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ყოველთვის ისინი ერთადერთი პასუხით კმაყოფილდებოდნენ, რომ ოპონენტებისა და სხვა გარემოებებისაკენ იშვერდნენ ხელს, იმიტომ, რომ ნულოვანი განცდა ჰქონდათ საკუთარი პასუხისმგებლობის, რა შუაშია საერთოდ პოლიტიკური ვითარება დღეს იმასთან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები, როცა ვირუსის გავრცელების პროცენტულობა დაბალი იყო სეზონისა და სხვა ფაქტორების გამო და როცა ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად მთელი ქვეყანა, არ გამოიყენეს მოსამზადებლად, კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ დაყვეს სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, ცხელი ხაზი არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის, აღარ გავაგრძელებ, უამრავია ასეთი ჩამონათვალი და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და არის მთელი ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში იმის გამო რაც მთავრობამ არ გააკეთა და იმის გამო რაც გააკეთეს.

რა შუაშია აქციები მომზადებასთან მეორე ტალღისთვის, არაფერ შუაშია, მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ, მხოლოდ ტალახის სროლა სხვისკენ. ასე იქცეოდნენ პირველ თვეებში და ჩვენი საერთო ფული, ხალხის რესურსი დახარჯეს მომზადების ნაცვლად თვითქებაზე, თვითკბობაზე და ოპონენტების დემონიზებაზე და ეხლაც იგივეს აგრძელებენ და ამასობაში ეს კრიზისი გაღრმავდება, არის სრული ქაოსი და ფასს ამ მთავრობის და ამ ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის იხდის მთელი ქვეყანა.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42