მისივე განმარტებით, ხელისუფლების წარმოამდგენლები მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და პიკური პერიოდის დადგომის წინ ჯანდაცვის სფერო სათანადოდ არ მოუმზადებიათ:
,,იმის ნაცვლად, რომ ისინი რეალურად ებრძოდნენ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, რომელზეც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები, ახლა ცდილობენ სულ ტყუილად ისრები გადაიტანონ ოპიზიციაზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისათვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ ჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა ოპოზიცია ვირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა, რომელიც არჩევნების გაყალბებულ შედეგებს ქუჩის აქციებით აპროტესტებდა.
მასალის გამოყენების პირობები






