საქართველოში პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ პუტინის ინეტერსებში შედის - დევიდ კრემერი
პოლიტიკა - 13:14, 24 Nov, 2020     804

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი ,დევიდ კრემერი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს. მისი თქმით, საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

დევიდ კრემერმა გამოსავლის ძიებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, გამოსავალი შეიძლება იყოს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო ადმინსტრაციის ცვლილება, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. კრამერის თქმითვე, საქართველოში პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ პუტინის ინეტერსებში შედის.

"გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, არ მგონია რომ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეძლოს. შეიძლება, ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა, ვიცი რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, შეიძლება ამაში შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმედია პომპეომ პრეზიდენტთან პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა, რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის, საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს, ზუსტად რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი, მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება, იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა და მათ შორის აშშ–მ შეიძლება თქვან, რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასე არეულია, იმედი მაქვს პრობლემა გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და ყველაფერი სწრაფად მოგვარდება" – ამბობსაშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრემერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42