"არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს " - ელისაშვილი ევროპარლამენტარეს
პოლიტიკა - 22:43, 23 Nov, 2020     1398

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში გამართული 2020 წლის საპარლამენტო რჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი თქმით, არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს.

ელისაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით ოპოზიციის შემხვედრი წინადადება არ ისმის და მესამე რაუნდი აჩვენებს საერთოდ აზრი აქვს მოლაპარაკებებს თუ არა.

„არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს. უბრალოდ, აქამდე რა კომუნიკაციაც იყო „ქართულ ოცნებასთან“, იმათგან არაფერი იყო და არაფერზე როგორ დავთანხმებოდით? - არა უშავს, „ნიჩურტი“ გვქონდა, ახლა თვალი აგვეხილა და 31 ოქტომბერს კარგი არჩევნები იყო-თქო? არც ახლა არის რაიმე შემოთავაზებული და ამიტომ ველოდებით მესამე რაუნდს. ყველას გვაქვს ხმამაღლა ნათქვამი, ყველაზე რადიკალ ხალხსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომ ველოდებით კომპრომისულ შემოთავაზებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ფრთა არის, როგორც ჩანს, არანაირი რადიკალიზმი არ ახასიათებთ და პირდაპირ აცხადებენ, რომ კომპრომისი გვინდაო. ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია ჩემი პარტიის და გუნდის სახელით ვილაპარაკო - ვხვდებით, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ახლა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და გაგრძელება დანაშაულია იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემა წალეკილია. მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავედით 1000 ათას ადამიანზე ინფიცირებულების რაოდენობით. ტიკარაძის ხელში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, გამქრალია, დანგრეულია და ისეთ რაღაცებს ვისმენთ, ისეთ რაღაცებს ვკითხულობთ, „ფეისბუკი“ რომ არ იყოს, ხალხი დაიხოცებოდა იქ პირდაპირ დებენ ვიდეოებს, „მიშველეთ, ვერ გადამყავს მშობლები, შვილები“, ამას რომ ტელევიზიები არ აშუქებდნენ და ამბავი არ ტყდებოდეს ხალხი ისე დაიხოცებოდა სახლში, კაცი პატრონი არ ეყოლებოდათ. ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით არ ისმის არაფერი. მესამე რაუნდი გვაჩვენებს საერთოდ აზრი აქვს მოლაპარაკებებს, თუ არ აქვს აზრი“, - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42