"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნება" ოპოზიციას პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოშვებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი, მათ პარლამენტში შესვლას ითხოვს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადამიანების ბედით ვაჭრობა დაუშვებელია და მსგავს გარიგებაზე წასვლას ამომრჩეველს არ აკადრებენ.
მთავარი შუამავლებისგან, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩისგან, პოლიტიკოსებს ჯერ შეტყობინება მესამე რაუნდის გამართვაზე არ მიუღიათ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ შეხვედრას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ "ოცნება" იქ კომპორომისული წინადადებით მივა. ერთადერთი საკითხი, რაც მოალაპარაკებათა მაგიდაზე მსჯელობისთვის დევს ოპოზიციის მოთხოვნაა - გაიმართოს განმეორებითი არჩევნები შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არ აღირებს არჩევნებს და არარელიგიტიმურს უწოდებს. ასევე, მათი მოთხოვნები უცვლელია : ვადამდელი არჩევნების ჩატარება , პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თამარ ჟვანიას გადაყენება.
მასალის გამოყენების პირობები






