"ნაციონალური მოძრაობის" მდივანის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციას კვლავ მთავარი მოთხოვნა აქვს, რომელიც ხელახალ არჩევნებს ითვალისწინებს. მისი თქმით, ამ არჩევნების ჩატარება, იგივე ადმინისტრაციის პირობებში ვერ მოხდება.
ბოკუჩავას განმარტებით, არავისთვის პირველი არჩევანი ქუჩა არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, სადაც პარლამენტში შესვლას აზრი აქვს.
"ეს იყო მოპარული არჩევნები და ჩვენ შედეგად მივიღეთ პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. რაც შეეხება გამოსავალს, ერთადერთი გონივრული გამოსავალი შესაძლოა იყოს ხელახალი არჩევნები. კონკრეტულ თარიღზე კონცენტრირება შეიძლება არ შედიოდეს მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ მისცემს ბიძინა ივანიშვილის პარლამენტს 4 წლიან ლეგიტიმაციას. როდესაც არ უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ იგივე ადმინისტრაცია ჩაატარებს ამ არჩევნებს, არანაირი აზრი არ ექნება," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ "დღის კურიერში".
მასალის გამოყენების პირობები






