„ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა , თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცდილობენ იპოვონ ისეთი გამოსავალი, რომელიც დაეხმარებათ არ შეწყვიტონ მუშაობა და დეკემბრის თვეში გააგრძელონ მუშაობა.
მისი თქმით, საერთო გამოსავლის მოსაძებნად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






