"მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებული ხელისუფლების ადეკვატურობაზე, იმიტომ, რომ ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნისთვის არ გვჭირდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი მოყვეს. ჩვენი მხრიდან ნათლად არის ნათქვამი, რა არის პირობები - ეს არის ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც მთავარია, ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები სერიოზული კომპრომისია ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არალეგიტიმურად არის არჩეული. ახლა ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული წინადადადება, თან სერიოზული. როცა ხელისუფლება ლაპარაკობდა გადათვლაზე, მან გადათვლის კარები თავადვე ჩაკეტა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმით, რომელიც უკანონოდ და დროზე ადრე მიიღო, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელმაც ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებული სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა.
თუ წინადადებას მოიტანენ, კეთილი ინებონ და ამ წინადადებას სერიოზული სახე ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ რაუნდს აზრი არ ექნება.
ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ძალიან სერიოზული სილა გააწნა ხელისუფლებას მეორე ტურის დღეს, როდესაც ამომრჩეველი უბანზე უბრალოდ არ მივიდა. მოდით მეგობრებო, დათვალოთ, „ქართული ოცნების“ მიერ რამდენი პროცენტი გამოდის აღებული?!
როდესაც ხელისულება მიხვდება, რომ ვერავის ყიდულობს და ვერავის გატეხს, იძულებული გახდება, დათმობაზე წამოვიდეს. რაც მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესი", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






