ქვეყანა ბოლო 8 წლის განმავლობაში 90-იან წლებს დაუბრუნდა - ფადი ასლის მიმართვა ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს
პოლიტიკა - 14:57, 23 Nov, 2020     2093
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი ღია წერილს ავრცელებს და საქართველო0ში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს მიმართავს.

ასლის განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები გაყალბებულია და ქვეყანა ისევ იმ ჭაობში ბრუნდება, სადაც 90-ან წლებში იმყოფებოდა. მისი თქმით, ხელისუფლების ცხვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის:

"ღია წერილი მისაღმატებულება კარლ ჰარცელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და მისაღმატებულება კელი დეგნანს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

თქვენო აღმატებულება,

მე დღეს მოგმართავთ როგორც ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც სწამს დასავლური დემოკრატიული ღირებულებების.

საქართველოში ბიზნესის სფეროში ჩემი 24 წლიანი აქტიური მოღვაწეობისას, გავხდი თანადამფუძნებელი ამერიკის სავაჭრო პალატისა, სადაც პატივი მქონდა 9 წლიანი თავმჯდომარეობისა, ხოლო შემდეგ დავაფუძნე საერთაშორისო სავაჭრო პალატა, სადაც ასევე მაქვს პატივი 13 წლიანი თავმჯდომარეობისა დაფუძნების დღიდან დღემდე.

მთელი ამ წლების მანძილზე ვებრძოდი კორუფციას, თაღლითობასა და ნეპოტიზმს და მივილტვოდი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, პატიოსნებისა და ეთიკის პრინციპებისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმ ღირებულებებისაკენ, რომელსაც ევროკავშირი და აშშ იცავს.

წლების მანძილზე ჩემს პირად უსაფრთხოებასა და ფინანსურ ინტერესებს სისტემატურად ვაგდებდი საფრთხეში და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიბრძოდი ამ ღირებულებებისათვის.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველა შესაძლო გზით გაყალბდა, ადმინისტრაციული რესურსით, ამომრჩეველთა დაშინებით, მათი მოსყიდვით, ბიულეტენების ჩაყრით, არასასურველი ბიულეტენების გაყალბებით, ე.წ „კარუსელით“, ბიულეტენების გაყალბებით და ა.შ

გაყალბების ეს მასშტაბი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი არავის უნახავს, აისახა იმაში, რომ ქართული ოცნების პარტიამ უკანონოდ მიიტაცა საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ როდესაც ხელისუფლების ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის და ქვეყანა ბოლო 8 წლის განმავლობაში 90-იან წლებს დაუბრუნდა.

ამ მასშტაბური გაყალბებისა და არჩევნების შედეგების შეცვლის გამო მთავრობის დადანაშაულების ნაცვლად, შევამჩნიეთ, რომ ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც ზეწოლას ახდენენ ოპოზიციაზე აღიარონ გაყალბებული არჩევნები პარლამენტში შესვლით, როგორც იმპოტენტური უმცირესობა.

რომელ ინსტიტუტებზე საუბრობთ? მთავრობასა და პარლამენტზე, თუ ხელისუფლებაზე, რომელიც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, კაცმა, რომელსაც არანაირი ოფიციალური როლი არ გააჩნია ქვეყნის მართვაში? თუ იმ დისფუნქციურ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ბრმად მიჰყვება ბ-ნ ივანიშვილის ბრძანებებს?

ოპოზიციაზე ზეწოლით, შევიდნენ პარლამენტში, ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც დემოკრატიას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, პატიოსნებასა და ეთიკას ეწინააღმდეგებიან; მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმ ღირებულებებს, რომელსაც დასავლეთი ბოლო 30 წელია საქართველოს უქადაგებს.

ეჭვგარეშეა, რომ თქვენ კარგი განზრახვა გაქვთ და მაქსიმუმს ცდილობთ ქვეყანაში დაძაბულობა შეამციროთ, თუმცა სინამდვილეში თქვენ მსხვერპლზე ახდენთ ზეწოლას და ახდენთ აგრესორის წახალისებას, გააყალბოს ყოველი მომდევნო არჩევნები და დარწმუნებულნიც არიან, რომ როცა კი მოესურვებათ მაშინ გააყალბებენ ევროკავშირისა და აშშ ადმინისტრაციის დაკვირვების ქვეშაც კი.

ოპოზიციაზე ზეწოლა შევიდეს პარლამენტში, მაშინ როდესაც მათი ხმები მოიპარეს, არა მხოლოდ საშინელი უსამართლობაა, არამედ ეს იმედს გაუცრუებს მათ მხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ და ხელს შეუწყობს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მიდგომა დაძაბულობის განსამუხტად, უნებურად გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაიცვათ თქვენივე დემოკრატიული ღირებულებები და სამართლიანობის პრინციპები და მოახდინოთ ზეწოლა არა თაღლითობის მსხვერპლზე, არამედ თაღლითებზე.

პატივისცემით

ფადი ოსკარ ასლი

23 ნოემბერი, 2020" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42